თინა ხიდაშელი:-"ვასაძეს უფასო გაკვეთილებს არ დავაყვედრი"

თინა ხიდაშელი:-"ვასაძეს უფასო გაკვეთილებს არ დავაყვედრი"

   ლევან ვასაძე პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას აპროტესტებს და პარლამენტის თავმჯდომარეს დებატებში იწვევს. მის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"საერთოდ, არ მგონია, რომ განსაკუთრებით აკვიატებულ აზრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. მისი ინფორმირებულობისათვის ცოტა მეტი ცოდნისთვის შემიძლია ავუხსნა, რომ პარლამენტის დათხოვნის რამდენიმე შესაძლებობა არსებობს. ეს საქართველოს კონსტიტუციით გაწერილია, არ დავაყვედრი უფასო გაკვეთილს - პარლამენტმა ან ბიუჯეტის დამტკიცება ვერ უნდა მოახერხოს ან მთავრობა უნდა ჩააგდოს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პარლამენტი წავიდეს სახლში, როცა ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ არც მთავრობასთან და არც საბიუჯეტო პროცესთან პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ, სამწუხაროდ, მის სურვილს ვერ მივუსადაგებ ქვეყნის კონსტიტუციას, მაგრამ თუ საჭიროა შემიძლია რამდენიმე უფასო გაკვეთილი ჩავუტარო კონსტიტუციონალიზმში".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: