ვენეციის კომისიის პირველი ვიზიტი
22-23 მაისს თბილისს ვენეციის კომისისიის დელეგაცია ეწვევა. ეს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირობებში ვენეციის კომისიის პირველი ვიზიტია. დელეგაციის მიზანია გაეცნოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დამოუკიდებელი ექსპერტები: ვენეციის კომისიის მდივანი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის დირექტორატი ტომას მარკერტი; იურისტი ცაგა ტენიარი; ციურიხის საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის უნივერსიტეტის პროფესორი რეგინა კინერი; კომისიის სათადარიგო წევრი სლავიცა ბანიჩი; მალტის წარმომადგენლობითი პალატის ყოფილი თავმჯდომარე მაიკლ ფრენდო და ბუქარესტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ლუჩიან მიჰაი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო საკონტიტუციო კომისიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, სახელმწიფო კომისიის ხუთივე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან და ჯგუფების წევრებთან.
ვენეციის კომისიის დელეგაციისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრების შეხვედრა 22 მაისს, იუსტიციის სახლში 16:00 საათზე გაიმართება.