დავით ზურაბიშვილი:-"მიუხედავად სასიკეთო ცვლილებებისა, პრობლემები რჩება"

დავით ზურაბიშვილი:-"მიუხედავად სასიკეთო ცვლილებებისა, პრობლემები რჩება"

   რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, დიდი სასიკეთო ცვლილებები მოხდა და ამას ნებისმიერი პატიმრის მშობელი დაადასტურებს.

    -"ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და სოზარ სუბარის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ამ სისტემაში რჩება სერიოზული პრობლემები, თუნდაც პრემიებთან დაკავშირებული სკანდალი, სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ იქ დღემდე რჩებიან წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა დანაშაულებებში შემჩნეული კადრები, რაც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს".

  ზურაბიშვილი ასოცირების დოკუმენტზე ხელმოწერასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მთავარია ხელი მოეწეროს და ვინ მოაწერს ხელს პრობლემას არ წარმოადგენს".

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: