განთლებისა და მეცნიერების სამინისრო, მშობლებსა და პედაგოგებს აფრთხილებს!

განთლებისა და მეცნიერების სამინისრო, მშობლებსა და პედაგოგებს აფრთხილებს!

საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისრო, სკოლებში ვირუსული მენინგიტის შემთხვევების გამოვლენის გამო, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც  მშობლებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ჰიგიენური ნორმების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს. 

„ივერიონი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა. მოზარდების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულობის, უსაფრთხოებისა და  პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები!

სკოლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:

  • უზრუნველყონ პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, სველი წერილებისა და სასადილოს ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით;
  • მოსწავლეების ინფორმირება, რომ კვებისას არ ისარგებლონ ერთი ჭურჭლით;
  • სკოლის მთელ ტერიტორიაზე  განხორციელდეს  დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციების სამუშოები;
  • ინტენსიურად სველი წესით ან სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ ხშირად შეხებადი ზედაპირები.

იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის პირველადი სიმპტომები:

  • გაღიზიანებადობა
  • უმადობა
  • მაღალი ტემპერატურა
  • ძლიერი თავის ტკივილი
  • კისრის დაჭიმვა
  • მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა
  • ძილიანობა
  • გულისრევა, ღებინება

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

იმ სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირისული მენინგიტით, დაუყოვნებლივ მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში.“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: