ირაკლი მენაღარიშვილი: ,,კონსტიტუციის მიხედვით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს!"

ირაკლი მენაღარიშვილი: ,,კონსტიტუციის მიხედვით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს!"

   დღეს ბევრს დაობენ იმაზე, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას-საქართველოს პრეზიდენტმა თუ პრემიერ-მინისტრმა. როგორც მოსალოდნელი იყო, აზრი  ორად გაიყო და ყველას თავისი არგუმენტი გააჩნია. რას ფიქრობს ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ექს საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი მისი საუბრიდან შეიტყობთ. 

  -ბევრს დაობენ იმაზე, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტს - პრემიერ- მინისტრმა თუ პრეზიდენტმა. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

   -ეს საკითხი, ვის რ ფუნქცია აკისრია, კონსტიტუციითაა შესათანხმებელი და აქ აზრთა ჭიდილი უსაფუძვლოა, რადგან გადაწყვეტილება უნდა მიიღონ შეთანხმებით. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა არც პრემიერის ხელმოწერით  დაშავდება  რამე. 

   -ბატონიო ირაკლი, მოგეხსენებათ, ანტიდისკრიმინაციული კანონის  მიღებას საქართველოში აზრთა სხვადასახვაობა მოჰყვა. ბევრი ფიქრობს, რომ მისი მიღებით რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე საბოლოოდ ვამბობთ უარს . თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

   -მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ჩვენ დავიწყეთ უფრო ადრე, ვიდრე ანტიდისკრიმინაციულ კანონს მივიღებდით. უფრო ზუსტად მაშინ, როცა მან ჩვენი ტერიტორიები მიითვისა. რუსეთში დღესაც ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ ამ კანონის მიღებით მათ შევეწინააღმდეგებით, რაც ასე არ არის. 

რაც შეეხება ამ კანონს, ის ადამიანთა  და სახელმწიფოს  უფლებებს თანაბრად  აძლიერებს. ევროკავშირთან ურთიერთობით ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება სამუშაო ადგილები, გააქტიურდება ვაჭრობა და ეკონომიკური სტიმულები.

   -თქვენი აზრით, ვის აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების უპირატესობა?

   -რა თქმა უნდა, იმას, ვინც ხალხს ეფექტურად,  ევროატლანტიკური კურსის გამტარებლად და  მინიმალური დაძაბულობით უსერიოზულესი პრობლემების მომგვარებლად მიაჩნია, მაგრამ ბალანსი ევროპასა და რუსეთს შორის დასაცავია, რადგან ამ უკანასკნელის  აგრესიას  ჩვენი ტერიტორიების მთლიანობის კიდევ უფრო დარღვევა შეუძლია. 

 

                                                 ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: