ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

შსს-მ სამეგრელოში ძარცვის ფაქტი გახსნა

შსს-მ სამეგრელოში ძარცვის ფაქტი გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ზაზა კ. და 1968 წელს დაბადებული გოდერძი ლ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 11 მარტს სოფელ ახალ ხიბულაში მცხოვრებ, 1936 წელს დაბადებულ აკაკი ა-ს თავი ლტოლვილთა კომიტეტის თანამშრომლებად წარუდგინეს და მის სახლში მოტყუებით შეაღწიეს. დაკავებულებმა, აკაკი ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობის მუქარით, ფული, ოქროს ნივთი და ერთლულიანი სანადირო თოფი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გოდერძი ლ. და ზაზა კ. ხობში დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: