დავით კინწურაშვილი: დიდება უფალს, რომ გულმხურვალე ადამიანები საქართველოშიც არიან!
"ივერიონს" ქველმოქმედთა სახლი "მომავლის გზის" ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი ესაუბრა.
-ბატონო დავით, "ივერიონის" მკითხველებისთვის ალბათ საინტერესოა როდის დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი "მომავლის გზა" და როგორ დაიბადა ფონდის შექმნის იდეა?
-ფონდმა საქმიანობა 2000 წელს დაიწყო. ამ წელს შეიქმნა ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელმაც ახალგაზრდების უფლებების დაცვასა და მათი სწავლა-განთლების ამაღლებაზე დაიწყო ზრუნვა.
ფონდმა 2006 წლამდე საკმაოდ ნაყოფიერად იარსება და ათასობით ახალგაზრდას შეასწავლა უცხო ენა, შექმნილი იყო სხვადასხვა სასწავლო წრეები. ამ წლებმა დაგვანახა, რომ ზრუნვა მხოლოდ ბავშვებს არ სჭირდებოდათ!
მშობლები, ამ ბავშვების ახლობლები ჩვენთან დახმარების თოვნით მოდიოდნენ. გადავწყვიტეთ, შექვექმნა მასშტაბური ფონდი, რომელიც დახმარებას ყველა კატეგორიას გაუწევდა. 2006 წესლ, ჩამოვაყალიბეთ ფონდი - "ქველმოქმედთა სახლი მომავლის გზა" და დავიწყეთ უფრო მრავალფეროვანი საქმიანობა. უსინათლოებს, ხელოვან ადამიანებს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, რომელბსაც სამწუხაროდ,ლუკმა-პური არ ჰქონდათ, მედიკამენტებით, მკურნალობით, საკვები პროდუქტებით, შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით.
-როგორ ახერხებთ იმ ადამიანების მოძიებას, რომელთაც მომავალში ეხმარებით?
-თავდაპირველად, ჩვენ თვითონ ვეძებდით, ვიკვლებდით, მათ ოჯახურ მდგომარეობას, მაგრამ რადგან, ფონდი ცნობილია და წლებია ქველმოქმედებას ეწევა, შეჭირვებული ადამიანები თავად გვიკავშირდებიან.
ამჟამად, ფონდი თბილისში მოღვაწეობს. წლების წინ ფილიალი გვქონდა აბაშაში და ერთი წლის განმავლობაში შეჭირვებულ ადამიანებს სხავადასხვა სახის დახმარებას, სისტემატიურ დახმარებას ვუწევდით. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, კრიზისი დაიწყო და აბაშაზე უარი ვთქვით, რადგან არ იყო საშუალება, რომ რეგიონებიც აგვეთვისებინა.
-ვინ უდგას გვერდით ფონდს - როგორ ახერხებთ საჭირო თანხების მოძიებას?
-"მომავლის გზას" მეგობართა დიდი არეალი ჰყავს. ქველმოქმედებაში 200-მდე ქართული ბიზნეს-კომპანიაა ჩრთული, რომლებიც ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროექტებს აფინანსებენ. დიდება უფალს, რომ საქართველოშიც არიან გულმხურვალე ადამიანები.
ასევე გვაქვს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლი, რომელსაც ნაწილობრივ სახელმწიფოც აფინანსებს. ბავშვთა სახლში სულ 25 ბავშვი ცხოვრობს, აქედან 10 ბავშვზე მზრუნველობას სახელმწიფო იღებს.
-რამდენადაც ვიცით, 19 ივნისს დიდი საქველმოქმედო ღონისზძიებაა დაგეგმილი?
-ყოველ წელს ვცდილობთ, რომ ჩვენი სპონსორი და მეგობარი კომპანიებისთვის მოკრძალებული ღონისძიება დავგეგმოთ, თუმცა, აქამდე ვერ მოვახერხეთ ყველა მათგანისთვის ერთად მოგვეყარა თავი.
ჩვენი სურვილია, საზოგადოებას მეორე კუთხითაც გავაცნოთ ისინი. ძალიან ბევრია ბიზნესკომპანია, რომელიც წარმატებით საქმიანობს, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ისინი ამავდროულად, ქველმოქმედნიც არიან. ამ ღონისძიებაზე მოვიწვევთ მათ და მადლობის სიგელებს გადავცემთ.
ვფიქრობთ, დროა რომ საზოგადოებამ ისინი გაიცნოს.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაჯილდოვდეს, არა მარტო კომპანიები, არამედ ის ჟურნალისტებიც, რომლებიც სისტემატურად აშუქებდნენ ჩვენს საქმიანობას. 19 ივნიის დაახლოებით, 25 ჟურნალისტის დაჯილდოება იგეგმება.
-თქვენ ასევე, უძღვებით პროეტს, სადილი ბავშვებს".
-გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის დასკვნის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, 77 000 ბავშვი შიმშილობს, ყოველი მეოთხე ღარიბია და წელიწადში 300 ბავშვი შიმშილით იღუპება, ჩვენ დავინტერესდით შემაშფოთებელი სტატისტიკით. დედაქალაქის მასშტაბით, 250 ოჯახი 3 ეტაპად, დეტალურად გადავამოწმეთ, აქედან 120 ოჯახში ბავშვები მართლაც შიმშილობდნენ. მათ, არანაირი საოჯახო ნივთი არ გააჩნიათ და ბავშვებს იატაკებზე სძინავთ. აქედან 80 ოჯახი უკიდურეს მდგომარეობაშია.
დავიწყეთ ოჯახის გაძლიერების პროექტი "სადილი ბავშვებს". ამ პროექტის ფარგლებში 100 ოჯახს დავეხმარებით. პროექტი ერთი წლის განმავლობაში, ამ ოჯახების საცხოვრებლის რემონტს, მათ საკვებით, ჰიგიენის ნივთებით, მედიკამენტებითა და პროდუქტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ერთი წლის განმავლობაში, ამ ოჯახებს სოციალური დახმარებაც ექნება.
პროექტის ფარგლებში, ასევე ბავშვებს ეძლევათ საშუალება, აითვისონ სხვადასხვა პროფესია მათიმიდრეკილებების მიხედვით, კერძოდ, იქმნება კომპიუტერული, უცხო ენების, თექაზე, მინანქარზე მუშაობის წრეები. განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვები, სახელოსნოში დასაქმდენიან.
-იქნებ დააკონკრეტოთ, რომელ სააათზე დაიწყება კონცერტი და რა იქნება ბილეთის ღირებულება?
კონცერტი 19 ივნიის 19:00 საათზე "არტ-ჰოლში"გაიმართება და ბილეთი 10 ლარი ეღირება. გამოიფინება ლეილა ბახბაიას ხელნაწერები, ასევე მოეწყობა ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. ამის შემდეგ დაიწყება კონცერტი.
საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სახელოსნოსა და ქართული ხალხური საკრავების მუსიკისა და სიმღერის ანსაბლს.
ესაუბრა მირანდა ჭარხალაშვილი