აფხაზეთი საქართველოა!

აფხაზეთი საქართველოა!

   23 მაისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის,  მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს ინიციატივით სვიმონ კანანელის ხსენების დღე "აფხაზეთობის" დღედ დადგინდა.

   დღეს 09:00 საათზე სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარში მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვას გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აღავლენს; 11:00 საათზე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ; 

   13:30 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ქვების პარკში დაიდგმევა აფხაზეთის გამოჩენილი პიროვნებებისადმი მიძღვნილი ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია აფხაზეთის მკვიდრი ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, სასულიერო პიროვნების, სპორტსმენების, მწერლების, ხელოვანების და მედიცინის მუშაკების სახელები. ღონისძიებას საზეიმოდ გახსნის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. შესრულდება ქართულ- აფხაზური სიმღერები.

   15:00 საათზე კი საპატრიარქოში  აფხაზეთისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მოეწყობა. კონფერენციის შემდგომ აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას სიმღერის "აფხაზეთო საქართველოს მშვენებავ" კლიპის პრეზენტაცია გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: