დათო ქობალია: სამწუხარო პარალელებს ვხედავ და ემანდ, არაფერი შეგვეშალოს!
ცნობილ ჟურნალისტს და ასევე ცნობილ გერმანისტს დავით ქობალიას ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობ. ვიცნობ, როგორც ალალმართალ და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანს.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში იგი კრწანისის რაიონის პრეფექტად მუშაობდა და მე როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, საქმიანი ურთიერთობაც მქონდა
დათო (ჩვენი ურთიერთობა მაძლევს საშუალებას ასე ვუწოდო) მაშინაც გამორჩეული ჩინოვნიკი იყო - პრინციპული, სამართლიანი, პირდაპირი, მაგრამ გულჩვილიც. არ მახსოვს, კონიუნქტურის გამო საკუთარ მოსაზრებაზე ხელი აეღოს.
გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის დღიდან საკუთარი კალმით ცდილობს თავისი სახელი დაარქვას ყველაფერს და ბოლომდე ამხილოს ისინი, ვინც სათავე დაუდო ბოროტებას საქართველოში- უპირველესად, ეროვნული ხელისუფლების დამხობას ვგულისხმობ.
გახსოვთ, შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში როგორ იდევნებოდნენ ე.წ. ზვიადისტები და დათოც მათ რიგებში მოჰყვა - დაპატიმრებას რომ თავი დააღწია, ემიგრაციაში წავიდა და იქიდან ცდილობდა უცხოელი მეგობრებისთვის აეხსნა, თუ რა უბედურება დატრიალდა ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლების დამხობით, რასაც სამწუხაროდ, დღემდე ვიმკით!
მას შემდეგ მას ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია და ცდილობს ყველა მნიშნელოვან მოვლენას გამოეხმაუროს.
ამჯერად გთავაზობთ დათო ქობალიას კომენტარს ჩემს წერილზე „დაშლის თუ არა ლევან ვასაძე დღევანდელი ხელისუფლებას?!“
ზაურ ნაჭყებია
ბატონებო და ქალბატონებო!
ვისაც კი, ოდნავ მაინც შეგრჩენიათ ღვთის შიში და სიყვარული, ვისაც მართლმადიდებლური საქართველო მიგაჩნიათ თქვენს სამშობლოდ _ ყველამ მოისმინეთ და გაავრცელეთ, საერო კაცის ეს ქადაგება!
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გარდაუვალი კატასტროფის წინაშე ვდგავართ, რადგან უგუნურობით თუ შეგნებულად, სახელმწიფო კანონად მიღებული სიბილწის შემდეგ, რომელზედაც ბატონი ლევან ვასაძე ღმრთის პირით ქადაგებს ქართველთა გასაფრთხილებლად, თუ ყველა, ქუდზე კაცი მის გვერდით არ დავდექით, კატასტროფა გვემუქრება!
ქართული ეროვნული სახელმწიფოს დაქცევის შემდეგ, ედუარდ-უხსენებელი და მიშა-შეურაცხადის მთავრობები, საქართველოს არაქართველი მოქალაქეების სახელით გვაშინებდნენ _ არიქა საქართველოდან გასვლას აპირებენ და რა გვეშველებაო! სინამდვილეში, ორივე მათგანი, თვითონვე ძაბავდა მდგომარეობას, მათივე შექმნილი ანტიქართული ნამოქმედარის გადასაფარად! ახლაც, იგივე ფანდი რომ არ გამოიყენონ და ზემოთნაგულისხმევი რეგიონების სახელით ახალი პროვოკაცია არ მოგვახვიონ თავს, მე გაგიმხელთ იმ საშიშროებას, რომელმაც მართლა შეილძება ამ რეგიონების გაუცხოების დაჩქარება გამოიწვიოს (რასაც ყოფილმა და მისმა წინარე ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა შეალიეს და ვერ შეიძლეს!).
ყურით მოთრეულს არ მოგახსენებთ: ქართველი სახელმწიფო კანონმდებლების „ნიჭიერებამ“ და „ევროპული ღირებულებებისადმი“ ერთგულებამ, არაქართველთა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსაც მიუკაკუნა კარებზე და ბუნებრივაია, მას განგაშის ზარიც მოყვა _ „ჩვენ ისეთ საქართველოში ვერ ვიცხოვრებთ, სადაც ქალი და კაცი ერთმანეთისგან ვერ გაირჩევა და ჩვენი მომავალი თაობების ბუნებრივი გამრავლება, ქართველთა ახირებას შეეწრება!“ _რა ვქნათ მაშინ, რომ თქვან _ ზნეობა და სქესარეულ ქვეყანაში ჩვენ არ ვიცხორებთო?!. როგორ გგონიათ, რომ გაიწიონ თავიანთი გენეტიკური სამშობლოებისკენ, ქართველებივით ფეხშიშველები გაიქცევიან, როგორც ეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოხდა?
არც ვიოცნებოთ _ კავკასიის რუქა დიდი ხანია სათავისოდ გადახატული აქვთ, შესაძლო, სათანადო მომენტისთვს! ხმასაც არ ამოგვაღებინებენ, ისე დაგვადანაშაულებენ, სწორედ იმ „ანტიდისკრიმინაციული“ კანონის გამო, რომლის მიღებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ!
...სამწუხაროდ, იმ ნაძირალათა შორის, ვინც ამ კანონის დაკანონებას ხმა მისცა, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებიც არიან, - სწორედ ისინი, ვინც პოლიტიკა, პარლამენტარობა, მაღალ სამთავრობო ეშელონებში ჯდომა პროფესიად გაიხადეს და იქიდან მიცვალებულებს თუ გამოასვენებენ!
...თუ ქრისტიანებად და საქართველოს მოქალაქეებად დარჩენა გადაგიწყვეტიათ, მოისმნეთ და ყურად იღეთ, ბატონი ლევან ვასაძის, ღმრთის პირით ქადაგება!“
რაც შეეხება, „ყველაზე გაბედული პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძის“ განცხადებას _ „რომ მან (ბიძინა ივანიშვილმა დ.ქ.) ხალხი აიყოლია და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ფორმალურად მაინც მოაშორა სახელისუფლებო ბერკეტებს, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და ვერც ის დაპირებები შეასრულა, რომელიც წინასაარჩევნოდ ფოჩიანი კანფეტებივით დაარიგა და რომლის შესრულებას საზოგადოება დღესაც ამაოდ ელოდება!“
ეს იმიტომ მოხდა, რომ _ ბატონი ბიძინას გვერდით არ აღმოჩნდა ლევან ვასაძისნაირი პიროვნებები, იგი მარტო შეატოვეს უამრავ პრობლემას, რაც ბოლო ოცი წელი გროვდებოდა საქართველოში და წელიწადნახევარში მოსთხოვეს ყველაფრის გასწორება! ვინც ივანიშვილმა კაცად აქცია, ყველამ გამოამჟღავნა თავი - რომ სამშობლო და ხალხი მათთვის, წინამორბედების მსგავსად საარჩევნო ბიულეტენის დანამატია მხოლოდ...
ხომ არ გაგონებთ ასეთი დამოკიდებულება 23 წლის წინანდელ საქართველოს, როცა კომუნისტური უღლის გადამგდებ, ეროვნულ მთავრობას წელიწადიც კი არ აცალეს _ „რატომ არ აგვაშენეთ და არ გაგვხადეთ კაპიტალისტებიო!“ და ცეცხლით და მახვილით რომ გაუსწორდნენ?
მოგიწოდებთ ამაზე იფიქრეთ, დიდი საშიშროება არსებობს იგივე განმეორდეს და არა იმაზე, რატომ არ იღებენ ე.წ. „პოლიტოლოგები“ ხმას! ამ საკითხზე, თუ ვინმეს ჩემი აზრი დააინტერესებს, აქვე მოგახსენებთ _ „პოლიტოლოგები“ კი იმიტომ არ იღებენ ხმას, რომ, ჯერ მთავრობას არ მიუნიშნებია მათთვის, ბ-ნი ლევან ვასაძის მიმართვისადმი რა დამოკიდებულება დაიჭირონ!