მანანა ნაჭყებია:-"შემაშფოთებელია "ოცნების" მადა, რომელსაც არავინ ელოდა"
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია აცხადებს, რომ შექმნილი საარჩევნო გარემო ძალიან არათანაბარია და ეს სხვა ნიშნებთან ერთად მედია გაშუქებაშიც გამოიხატება.
-"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" 12-12 მილიონ ლარს ხარჯავენ უფასო სარეკლამო დროისთვის, ესეც არ ეყოთ და ახლა 600-600 ათასი ლარი დაიმატეს, ეს მაშინ, როცა ჩვენ და სხვა პარტიებს არ გვაქვს საშუალება მოსახლეობას ჩვენი საარჩევნო პროგრამა გავაცნოთ. რეგიონულ ტელევიზიებში ზოგან 9 წამი გვაქვს, ზოგან 33 წამი და ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულფასოვნად ვაწარმოოთ საარჩევნო კამპანია. არც ის მცირე სიუჯეტებია საკმარისი, მაჟორიტარების წარდგენას რომ ასახავს. დღეს სამ კვალიფიციურ სუბიექტს-"ოცნებას", "ნაციონალებს" და "ქდმ"-ს აქვს მთელი მონოპოლია აღებული უფასო სარეკლამო დროზე და ასეთი აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკმაოდ იჩაგრება ოპოზიცია.
ჩვენ სარჩელიც გვაქვს შეტანილი და არც გაჩერებას ვაპირებთ, შევხვდებით საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და მივაწოდებთ ინფორმაციას. ნამდვილად შემაშფოთებელია "ოცნების" მადა, რომელსაც არავინ ელოდა".