რატომ იცრუა ზურაბ ჭიაბერაშვილმა?!

რატომ იცრუა ზურაბ ჭიაბერაშვილმა?!

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას პასუხობს. სამინისტროს განცხადებით, ჭიაბერაშვილმა მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და  მედიკამენტების უმრავლესობის ფასები 2012 წლის 1 ოქტომბერთან შედარებით შემცირებულია. 

„მოსახლეობის ჯანდაცვა არის სენსიტიური თემა, ამიტომ ნებისმიერი გადაუმოწმებელი ინფორმაცია მოიცავს რისკებს მოსახლეობისათვის. მით უმეტეს, გულსატკენია, როცა ინფორმაციის ავტორი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრია, რომელსაც ეს საკითხები წესით, უნდა ესმოდეს. ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს მედიკამენტების საბაზისო ფასების მონიტორინგს, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის მკურნალობის განუყოფელი ნაწილი. ამავე დროს ხაზს ვუსვამთ, რომ არასდროს არ ვერევით ფასწარმოქმნის პოლიტიკაში, ამას კერძო კომპანიები თავად განსაზღვრავენ. მონიტორინგის ერთ-ერთი მიზანია, ჯანდაცვის პრიორიტეტების პერიოდული გადაფასება და პაციენტების მხარდაჭერა სახელმწიფო პროგრამებით. რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ავერსის აფთიაქში (ლეონიძის ქ. #1) შეძენილი მედიკამენტების ფასებსა და დინამიკას, ვწუხვართ, რომ მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და რეალური სურათი საპირისპიროა. ამ მედიკამენტების უმრავლესობის ფასები შემცირებულია 2012 წლის 1 ოქტომბერთან შედარებით.

იმედის ვიტოვებთ, მომავალში ანალოგიური კვლევის ავტორები, უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას გამოიყენებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

აქვე, ჯანდაცვის სამინისტრო, წლების მიხედვით, მედიკამენტების ფასებს აქვეყნებს.  

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: