ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი N5 დაწესებულებაში მიაბრძანეს

ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი N5 დაწესებულებაში მიაბრძანეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა N5 დაწესებულებაში ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და  დაწესებულების დირექტორის ინიციატივით, ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი მიაბრძანეს.

 

მსჯავრდებულმა  ქალბატონებმა, მათ შორის უვადო მსჯავრდებულებმა სამლოცველოში დაბრძანებულ ხატთან სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს.

 

დაწესებულებიდან  ივერიის  ღვთისმშობლის  ხატი სამების საკათედრო ტაძარში უკვე გადააბრძანეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: