კახა კალაძემ ახალი ჰიდროელექტროსადგური გახსნა

კახა კალაძემ  ახალი ჰიდროელექტროსადგური  გახსნა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, სოფელ ზემო მლეთაში  არაგვზე ახალი ჰიდროელექტროსადგური გახსნა.

 როგორც პრეზენტაციისას ვიცე პრემიერმა აღნიშნა, მთის აღორძინება და მაღალმთიან სოფლებში ადგილობრივების დაბრუნება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

„არაგვი-ჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ავსტრიულ-ქართული, კერძო ინვესტიცით ერთობლივად განხორციელებული პირველი პროექტი. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ტის აღორძინება. 

მთიდან ახალგაზრდობის მიგრაცია არასახარბიელო, მძიმე საარსებო გარემომ განაპირობა. როდესაც მთაში შრომისთვის და დასვენებისთვის შეიქმნება ინფრასტრუქტურა, მთიელი დაუბრუნდება მშობლიურ კერას. ჩვენ ათეულობით წლების  მანძილზე მიტოვებული სოფლების განათება დავიწყეთ. 

ვაპირებთ, რომ გაზიფიცირების სამუშაოები 2017 წლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით დასრულდეს. მოწესრიგდება მისასვლელი გზები, მთავრობამ იმუშავა სოფლის აღორძინების აგრარულ და სხვა პროექტებზე და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს აქ მოსახლეობის მობრუნებას“, - განაცხადა კალაძემ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: