ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე
ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ქუთაისშიც აღინიშნა. დღეს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ეწვია და ბაღთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, საპროექტო სამშენებლო კომპანია "დიზაინკომლექსმა" შეიმუშავა პროექტი, რომელიც ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ბოტანიკურ ბაღში გზები, სავალი ბილიკები, წყლის აუზი, ძველი ისტორიული შენობა და გეოფლორისტული ნაკვეთები
დავით ცხვარაძე