რას ვნახავთ 26 მაისს?

რას ვნახავთ 26 მაისს?

   წელს 26 მაისი განსაკუთრებულად აღინიშნება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, სადღესასწაულო ღონისძიებები 12 ქალაქში გაიმართება - ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, მცხეთაში, თელავში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში და ბათუმში.

   "საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 2014 წლის 26 მაისი დიდი სახალხო ზეიმი იქნება,სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა.

   12 ქალაქი ერთიანი სცენარით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. გადაკეტილ პროსპექტებზე არსებული კაფე-ბარები სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ; თბილისში პირველი გიმნაზიის წინ "ყვავილებისზეიმის" ღონისძიება მოეწყობა, ხოლო ოპერის წინ მხატვრები განლაგდებიან; პროსპექტზეპანტომიმისა და სხვადასხვა თეატრის მსახიობები ივლიან. მოძრაობის თეატრი მცირეპერფორმანსებს დადგამს. მთავარ გამზირზე ბავშვებისთვის გასართობი ცენტრებიც მოეწყობა. რუსთაველის გამზირზე განთავსდება სამინისტროების კარვები, რომლიბიც საინფორმაციო და გასართობი კუთხით იქნებიან წარმოდგენილი"_ განაცხადეს კულტურის სამინისტროში.

   დედაქალაქში წარმოდგენილი იქნება 2 მთავარი სცენა: პარლამენტის წინ და ევროპის მოედანაზე, სადაც 12:00-21:00 საათამდე წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება. ასევე 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების ფინალურ კონცერტში გამოვლენ ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები.

   მცხეთაში, სვეტიცხოვლის გალავანთან სცენა მოეწყობა, სადაც კონცერტი გაიმართება.

ქალაქებში სადღესასწაულო ღონისძიებების ბოლოს შესრულდება ჰიმნი და იქნება ფეიერვერკები.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: