შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების დროს, ავტომანქანების მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე შეიზღუდება 24 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 26 მაისის ღამის 03:00 საათამდე.
მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება ასევე აკრძალული იქნება რუსთაველის გამზირის მკვეთ – გამომცემლობა „მერანთან“ ჩიხში, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, პუშკინის ბაღთან ჩამსვლელ, ეროვნულ მუზეუმთან ამომსვლელ, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, აბაშიძის და მესხის ქუჩებზე.
ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – ჭონქაძის და თაბუკაშვილის ქუჩებზე.
26 მაისს დილის 07:00 საათიდან სრულად გადაიკეტება თავისუფლების და ვარდების მოედნები.