შსს-მ ე.წ. "ბიოს" შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გოჩა ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირდი ჩხრეკისას 6,5731 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბიომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).