ბრძოლა ბოლომდე!
29 მაისს 15 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან ელექტრონული მოწმობების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს იუსტიციის სამინისტროს მიერ ვადიანი უჩიპო პირადობის მოწმობების არაკანონიერი გზებით ვადამდე გაუქმების მცდელობას.
-"არ გვინდა ის მოქალაქეობა და იმ მსოფლიო ელექტრონულ სისტემაში ჩართვა, რომელთა კანონები სამშობლოს სიყვარულს, ჩვენს ტრადიციას, სიწმინდეს და რჯულს გმობს! სადაც ყველას და ყველაფერს უსმენენ და ტოტალურად აკონტროლებენ, სადაც ხალხის სრულ დამონებაზე მუშაობენ...
დავიცვათ სიწმინდე და ადამიანობა-ნუ მივემსგავსებით პირუტყვებს!
ბრძოლა ბოლომდე!"-აცხადებს 100 000 ხელმომწერთა სახელით – მართლმადიდებელთა კრებული.