გიორგი თავდგირიძე:-„უნიათობის, უფხოობის და თავმოუბმელობის ასეთი დონე არც ერთ მმართველ ჯგუფს არ ახასიათებდა“
IDბარატების ალტერნატივის მოთხოვნით 29 მაისს მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. რას ფიქრობენ ამ თემაზე სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები და უნდა წავიდეს თუ არა მთავრობა დათმობაზე? ამ კითხვით „ივერიონი“ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ დიღმის მასივის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი თავდგირიძეს გაესაუბრა.
-ბატონო გიორგი, აიდი ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით 29-ში მორიგი აქცია იმართება, თქვენ, როგორც „არასაპარლამენტო ოპოზიციის“წარმომადგენელი, რა აზრის ხართ აიდი ბარათებზე და რამდენად უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ ამ 100 000 ადამიანის მოთხოვნა? თუ ეს ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, აისახება თუ არა ეს შედეგებზე?
-აიდი ბარათებს ნორმალურად ვუყურებ, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია იმ ადამიანების მოთხოვნა,ვისაც არ სურს მათი აღება ანუ უნდა იყოს ალტერნატივა. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებას, ეს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
-წინასაარჩევნო გარემოზე რას იტყვით? პირადად თქვენს ოლქში როგორი მდგომარეობაა?
-გარემო ნორმალურია, თუმცა სისტემა მოძველებული და ძნელად გასაკონტროლებელი.სიმართლე გითხრათჩემთვის მთავარია ჩემი მხარდამჭერების მობილიზაცია. ხალხის ნებას ვერ ჯობნის ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსი, თანაც ამ ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი ცოტა სასაცილოა.
-სასაცილო? უფრო რომ დავაკონკრეტოთ და როგორია განწყობა ამომრჩევლებში?
-სასაცილო იმიტომ არის, რომ უნიათობის, უფხოობის და თავმოუბმელობის ასეთი დონე არც ერთ მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს არ ახასიათებდა. მოსახლეობას გული წყდება,რომ „ოცნებამ“იმედი არ გაუმართლა. ძალიან იმედიანად იყვნენ და სულ სხვა მოლოდინები ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ, გაყალბებაც რომ მოინდომონ, იმდენ შეცდომას და ლაფსუს დაუშვებენ, რომ თავზე ჩამოენგრევათ ყველაფერი.
-რამდენად გაქვთ გამარჯვების იმედი?
-იმედიმაქვს. ალბათშემიძლიაგითხრათ,რომდარწმუნებულივარ.
თამარელა თათრაძე