ჭიაბერაშვილის ცემის ფაქტზე, გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო
ზურაბ ჭიაბერაშვილის და ნოდარ ლადარიას მიმართ, დღეს განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.
ფაქტზე, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
"ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში თავს რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიორგი მგელაძე დაესხნენ.