,,მარტივად“ დათმო თუ არა გიორგი მარგველაშვილმა ,,რთული“ პასუხისმგებლობა, მომავალში გამოჩნდება.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმაგიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრს თავისი უფლებამოსილება საკუთარი გადაწყვეტილებით დაუთმო. იგი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა ხელის მომწერის ამბიცია არ აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი მოერიდა ზედმეტ კინკლაობას იმ ნადავლზე, რომელსაც არავინ გაუყოფდა და ამ პრივილეგიის პრემიერზე გადაცემას ,,ბუნებრივი“ უწოდა.
,,გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად მოგვეხნა ის კითხვები, რომელიც გაჩენილი იყო ამ მიმართულებით და ბუნებრივად გადავეცით ეს უფლება პრემიერს. შესაბამისად, ხელმოწერის შემდეგ არანაირი კითხვა არ იარსებებს.“-განაცხადა პრეზიდენტმა.
პრემიერ მინისტმა კი პრეზიდენტის ,,კეთილშობილურ“ ჟესტს ,,წიხლი ჰკრა“ და განაცხადა, რომ მას არანაირი უფლების მინიჭება არ სჭირდება.