დავით კეზერაშვილი ე.წ. სპირტის საქმის ბრალდებისგან გაათავისუფლეს?
როგორც ცნობილია, დავით კეზერაშვილსა და მის სიძეს სასამართლო სპირტის უკანონო რეალიზაციიდან 13 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. დავით კეზერაშვილს ბრალი არ დაუმტკიცდა, ხოლო მის სიძეს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
,, მას არც ქრთამი აუღია და არც საბაჟო წესები დაურღვევია, ხოლო მოსამართლის დღევანდელი საქციელი გმირობის ტოლფასია“,- აცხადებენ კეზერაშვილის ადვოკატები.