მანანა კობახიძე: - ,,გიორგი ცრუ!“
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გიორგი ვაშაძეს “ცრუპენტელა” უწოდა.
კობახიძის განცხადებით: ,,ვაშაძე დავით საყვარელიძესთან ერთად, ოჯახური მდგომარეობის მიზეზით, სესიებს აცდენს. ამბობს, გთხოვთ საპატიოდ ჩამითვალოთ გაცდენა, რადგან ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოვალო და თურმე, დადის კიევში ბატონ მიშასთან ერთად.
განცხადებას რატომ წერს?! – იმიტომ, რომ ხელფასიდან არ დაექვითოს თანხა. ეს ცრუპენტელობაა. რა უნდა ასწავლოს უკრაინელ ხალხს და დეპუტატებს მატყუარა დეპუტატმა?! „ – განაცხადა მანანა კობახიძემ.