ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ცოდვებს ინანიებს
რამდენიმე თვის წინ დაწყებული დავა მე-15 საჯარო სკოლაში ისევ გაგრძელდა, ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლია კუხიანიძეს სკოლის სერთიფიცირებული ისტორიის პედაგოგი მარინე მიქაბერიძე ედავება, მიზეზი კვლავ იგივეა, მიქაბერიძის თქმით კუხიანიძემ მას უკანოოდ ჩამოართვა საგაკვეთილო საათები, პედაგოგმა მიაბერიძემ რამდენიმე ინსტანციას მიმართა, მეტიც პედაგოგი დირექტორის პოსტიდან წასვლასაც ითხოვდა, ამბობდა, რომ ის მანამ არ დაბრუნდება სკოლაში სანამ კუხიანიძე აღნისშნულ პოსტს ინარჩუნებს ,
-"ამჯერად კვლავ სამ საათზე ვრჩები, მეტი საათები მე ამ სკოლაში არ მაქვს, და სამ საათს ვასწავლი ბავშვებს , სამი საათის გამო მიწევს ამხელა გზის გამოვლა , ჩემი საათები კი სადაქალოს გადაუნაწილა , ათასი რამ მოიგონა კუხიანიძემ ,მეტიც შეეშინდა რომ ძალიან ბევრ ინსტანციას მივმართე და ადგა და თავისივე კუთვნილი რამდენიმე საათი მომიგდო .თუმცა მე ეს არ მივიღე ეს იყო დამცირება თუ კი აქამდე არ შეიძლებოდა მოცემა ეხლა რატომ მომცა იმიტომ რომ შეეშინდა სკამიდან რომ არ დაიძიროს"-ამბობს მიქაბერიძე.
"ივერიონი" შეეცადა დაკავშირებოდა სკოლის დირექტორსაც, მაგრამ კუხიანიძე მედიასთან კავშირს ერიდება , ის სატელეფოო ზარებს არ პასუხობს.
დავით ცხვარაძე