სპექტაკლი ,,განათლების სამინისტროს შეთქმულება“
მაია ნიკოლაიშვილი, ექსპერტი განათლების საკითხებში, ამბობს, რომ განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული საატესტატო გამოცდების წლევანდელი სპექტაკლი მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინააღმდეგ შეთქმულებას ჰგავს.
მან განათლების სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი გულგრილობაში დაადანაშაულა და ტესტების სავარაუდო უხარისხობისა და პროგრამის გაუმართაობის პრობლემის საკუთარ თავზე აღება ურჩია.
ნიკოლაიშვილი უშიშროების სამინისტროს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შემსწავლელი ანალიტიკური ჯგუფის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს.