რუსულ ბაზარში მხოლოდ ქართველი სერტიფიცირებული ფერმერები შევლენ?!

რუსულ ბაზარში  მხოლოდ ქართველი სერტიფიცირებული  ფერმერები შევლენ?!

26 მაისიდან, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული ხილბოსტნული რუსულ ბაზარს უბრუნდება, ხოლო ჩირი, კომში, დაფნა და ჩაი, როგორც დაბალი საკარანტინო რისკის პროდუქცია, ერთ წელზე მეტია, რაც რუსეთში გადის.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გიგა ქურდოვანიძემ განაცხადა, საქართველოში მათი მოწვევით ჩამოვლენ რუსი ექსპერტები, რომლებიც შეხვდებიან ქართველ ფერმერებს და მხოლოდ იმათთვის გახსნიან რუსული ბაზრის კარებს, რომლებიც სერტიფიკატს მიიღებენ.

ქართველი ექსპერტები დადებითად აფასებენ რუსული ბაზრის გახსნას, თუმცა შეახსენებენ ქართველ ფერმერებს, რომ გამუდმებით იფიქრონ  ალტერნატიულ ბაზრებზე.

                           

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: