ყავის უზმოზე მირთმევა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის!
თუ გსურთ დღე ბედნიერად გაატაროთ, დაიმახსოვრეთ, რისი ჭამა არ შეიძლება უზმოზე:
ციტრუსები
ამ ხილს ალერგიის გამოწვევა შეუძლია, აგრეთვე - გასტრიტისაც, ამიტომ, სანამ საუზმეზე ფორთოხლის წვენს დალევდეთ, შვრიის ფაფა მიირთვით.
ბანანი
იგი მაგნიუმს შეიცავს, რაც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას, მაგრამ უზმოზე თუ შეჭამთ, ორგანიზმში კალციუმ-მაგნიუმის ბალანსი დაგერღვევათ.
უმიბოსტნეული
მჟავამ, რომელიც უმ ბოსტნეულშია, შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსი გაგიღიზიანოთ და გასტრიტის ან წყლულის მიზეზად იქცეს.
იოგურტი
უზმოზე ორგანიზმს იოგურტში შემავალი სასარგებლო ბაქტერიები არ სჭირდება. უმჯობესია, საუზმიდან 2 საათის შემდეგ ან საღამოს მიირთვათ.
ცივი სასმელები
სასმელი უმჯობესია ოთახის ტემპერატურის ან უკეთეს შემთხვევაში, თბილი იყოს.
ტკბილეული
მშიერ კუჭზე ტკბილეულის ჭამა არ შეიძლება! რადგან გამოღვიძების შემდეგ კუჭს არ შეუძლია ინსულინის გამომუშავება. უზმოზე ტკბილეულის გადამეტებული ჭამა კი სისხლში შაქრის დონეს მოგიმატებთ.
ყავა
უარყოფითად მოქმედებს კუჭზე ყავა უზმოზე. მას კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და კუჭის წვენის გამოყოფა შეუძლია, რაც კუჭის წყლულისა და გასტრიტის წინაპირობაა