მართლაც სირცხვილია ასეთი თემებით სპეკულირება, კოლეგებო!
მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს, 3 ივნისს დაგეგმილ წმინდა სინოდის სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
აღნიშნულზე, კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს განცხადება სიცრუე და არასერიოზულია.
„სირცხვილია ასეთი თემებით სპეკულირება, არ ვიცი ეს ადამიანები რა გასართობს ნახულობენ ამაში“,- აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.
ნათქვამია, მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. შეიძლება ეს ნაბიჯი მართლაც იყოს მავანის და მავანის ინტერესებში, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ პატრიარქი უფლის რჩეულია და მისი გადაწყვეტილება მხოლოდ უფლის ნებაზეა დამოკიდებული - ეს ნება კი ისეთი იქნება, როგორსაც დღევანდელი საქართველო იმსახურებს!
მართლაც სირცხვილია ასეთი თემებით სპეკულირება, კოლეგებო!
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ივერიონი“