საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამო პენსიის მიღება არ შეწყდება
დღეს პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დაამტკიცებს. საკანონმდებლო ცვლილება ეხება პირებს, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს , სახელმწიფო პენსიას, სახელმწიფო კომპენსაციას ან სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიას და საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამო, მათ შესაბამისი თანხების მიღება არ შეუწყდებათ.