ეკა ბესელია დათა ახალაიას გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება

ეკა ბესელია დათა ახალაიას გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საბერძნეთის სასამართლოს მიერ კუდის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. 

მისი თქმით ახალაიას საქმეზე ხელისუფლება საბერძნეთის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. 

 

"დათა ახალაიასთან დაკავშირებით სახელმწიფოებს შორის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს და ეს საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხდება. 

როდესაც დადგება მისი ექსტრადიციის საკითხი, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, კანონის სრული დაცვით წარიმართება ყველაფერი. ჩვენ უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბესელიამ

საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დათა ახალაიას 2 თვის განმავლობაში საბერძნეთის დედაქალაქიდან გასვლა ეკრძალება. მისი საქართველოში ექსტრადაციის საქმეზე, ბოლო სასამართლო პროცესი 2 თვის შემდეგ გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: