ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მცხოვრებნი, დიდ მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვენ
თამარაშვილის 13 ნომრის მცხოვრებნი, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მასიურ ჭრასა და მის ადგილას, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი, ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის აღდგენასა და იქ, დიდ მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვენ.
როგორც „ივერიონს“თამარაშვილის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გიორგი შილაკაძემ განუცხადა, ტეიტორიაზე, გრანდიოზულ მშნებლობას, კომპანია, LG კაპიტალი აწარმოებს.
მისი თქმით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მრავალწლიანი ხე-მცენარეების მოჭრის შესახებ, ბრძანება, მიმდინარე წლის 5 თებერვალს უკანონოდ გაიცა, რომელსაც ხელს თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი, გიორგი ქორქაშვილი აწერს.
„ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 18 ხე მოიჭრა. აქ იყო 40-50 წლიანი, როგორც ფართოფოთლოვანი, ისე წიწვოვანი ხეები, რომლის ადგილას დღეს კორპუსები შენდება.
ვფიქრობ, ტერიტორიის ხეებისგან გათავისუფლება შ.პ.ს. LG კაპიტალის ინტერესებში შედის. მათ აქვთ თავიანთი ხელწერა - ხეებს, რომლებიც კორპუსების უკან დგანან, შიგნიდან ჩაჭრიან. ამის შემდეგ, მიმართავენ მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომ ხეები წაქცევის პირასაა და გამვლელებს საფრთხეს უქმნის.
ამ კონკრეტულ ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიცაიში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა ეს არის ფორმალობა. მერიის მიერ გამოცემული დოკუმენტის თანახმად, თითო მოჭრილ ხეზე, ჯარიმა 250 ლაია. აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაიხადოს 250 ლარი და მოჭრას ნებისმიერი ხე“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები გიორგი შილაკაძე.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე, ადგილობრივებმა თბილისის მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროს რამდენჯერმე, უშედეგოდ მიმართეს.
მირანდა ჭარხალაშვილი