”ენგურჰესზე” მომხდარი დაზიანების მიზეზები დგინდება
ელექტროსადგურ ”ენგურჰესზე” მომხდარი დაზიანების მიზეზები დგინდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, ”ენგურჰესში” ავარიამდელი სიტუაცია აღდგენილია და ჰესი სრული დატვირთვით მუშაობს.
დაზიიანების შედეგების აღმოფხვრა ავარიიდან 20 წუთში მოხერხდა. ავარიის გამო, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა.