გივი თარგამაძე: „ორი მოკლე გამოსვლა: ჰაკიმი და ბუნჩულა“
21 საუკუნის მეორე ათწლეულიდან გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის დასაწყისში დაბრუნებას სულ რაღაც, წელიწადნახევარი სჭირდება,- ამ შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გივი თარგამაძე პოლიციის დღისადმი მიძღვნილ დღევანდელ ღონისძიებებს ეხმიანება.
„ვანო მერაბიშვილი ციხეშია. ბაჩო ახალაიაც. ლევან ტაბიძეც. რომან შამათავაც. პოლიციის დღე 6 მაისს აღარ აღინიშნება. ის აღინიშნება დღეს. არაპომპეზურად. ვიწრო წრეში. ორი მოკლე გამოსვლა: ჰაკიმი და ბუნჩულა. საპატიო სტუმრები: თამაზ თამაზაშვილი, სოსო ალავიძე, მერაბ ბაღათურია, გუჯა ჯამბურია. ამას დაუმატეთ ვოლსკის ნაქები კიტოვანი პანკისში, ეთნიკური დაპირისპირება გარდაბანში, კრიმინალური წარღვნა მთელს ქვეყანაში და დარწმუნდებით, რომ ხელისუფლების სრული უნიათობის პირობებში 21 საუკუნის მეორე ათწლეულიდან გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის დასაწყისში დაბრუნებას სულ რაღაც წელიწადნახევარი სჭირდება“,- წერს თარგამაძე.