როგორ ,,ვსეირნობთ" ქართველები საერთაშორისო ფორმალიზაციის ხალიჩაზე?!

როგორ ,,ვსეირნობთ" ქართველები საერთაშორისო ფორმალიზაციის ხალიჩაზე?!

   თავს გამოვიდებთ ხოლმე ქართველები ამ საერთაშორისო დღეების ,,აღსანიშნავად", არადა, ერთი 8 მარტია  ქალთა საერთაშორისო დღე საქართველოში, სადაც ქალი კისერზე დახლჩამოკიდებული დადის ზედ გაწყობილი სავაჭრო საქონლით, მეორე 14 თებერვალია  სიყვარულის საერთაშორისო დღე ჩვენს ქვეყანაში, სადაც პირში გეფლიდებიან და ზურგსუკან ,,გეფლირტავებიან".  

   გარემოს დაცვის სამინისტრო ,,პომპეზურად"  აღნიშნავს ხოლმე 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს - მოაგროვებს სადღაც ერთ პარკ ნაგავს სანაგვედ ქცეულ ქვეყანაში და დღის ბოლოს იმასაც რომელიმე მდინარეში მოისვრის. 

   ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის, 1 ივნისის,  ფარდის  მიღმა უამრავი პედოფილი და ბავშვებით მოვაჭრე მალავს სახეს. ამ ცისქვეშეთში მხოლოდ უფალი თუ დაიცავს ბავშვებს, თორემ ადამიანებისგან სასიკვდილოდ, მძიმე სენის მსხვერპლად, შიმშილისა და გაუნათლებლობისთვის არიან გამეტებულნი.

   მოდის 26 ივნისი, ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ჩვენ, როგორც მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერი  ერი, მის საწინააღმდეგო  აქციებს ალბათ  არ მოვაწყობთ. ისე, ჩვენს ,,დაბოლილ" ქვეყანაში მარიხუანის  ლეგალიზაციას უფრო მეტი მხარდამჭერი თუ გამოუჩნდა, ვიდრე მოწინააღმდეგე, ნეტა, მთავრობა ,,უმცირესობისთვის" ანტიდისკრიმინაციულ კანონს არ აამუშავებს?!

   და ყველაზე საინტერესო წინ გველოდება, თურმე ზოგიერთი საერთაშორისო დღის წინასწარ ,,აღნიშვნა"  შეიძლება და, საერთოდაც, წელიწადში რამდენჯერმეც.  29 ივნისი პრემიების საერთაშორისო დღეა, რომელიც ჩვენ უკვე ,,გავითენეთ",  ვაშა! 

   ამ საერთაშორისო დღეების ,,წითელ ხალიჩაზე"  ,,მოსეირნე"  საქართველოს 19 აპრილს გაუნათლებლობის საერთაშორისო დღის "აღნიშვნა"  თითქმის  ყოველთვის ,,ავიწყდება".

და კიდევ, 9 იანვრამდე  დიდი დროა, მაგამ სრულყოფილებამდეც ბევრი გვაკლია!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: