„ქართულმა ოცნებამ“ პოლიციელთა მხრიდან ზეწოლა გამორიცხულიაო

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიციელთა მხრიდან ზეწოლა გამორიცხულიაო

შსს–ს განცხადება, რომ  პოლიციელების მხრიდან პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კანდიდატებზე ნებისმიერი ზეწოლა გამორიცხულია, არასწორია - ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ,  „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან,  კახა კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

 

 „ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს პოზიცია უნდა იყოს ის, რომ  ფაქტები შეისწავლონ და შემდგომ დადონ დასაბუთებული გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ  ასეთი დამოკიდებულება შეიძლება, აღქმულ იქნას, როგორც ადგილობრივი აქტივისტების წახალისება, რომ მართლაც არ დაუშვან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის გამარჯვება“ – განაცხადა ლომჯარიამ

ცნობისთვის, წინასაარჩევნო გარემოსა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ დღეს, „რედისონში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინა.  

შეხვედრა  „ქართული ოცნების“ ინიციატივით გაიმართა და მას "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური და საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ. 

 

მესამე სექტორის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები, გამოთქმულ შენიშვნებს გაითვალისწინებენ. 

როგორც ჟურნალისტებთან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ამომრჩეველს სწორი შეტყობინებები გაუგზავნონ.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: