ისანში ხანძარი ლიკვიდირებულია
ამ წუთებში ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 20 წუთის წინ ხანძარი იყო ბოგდან ხმელნისკის 48-ში. ცეცხლი ხის საამქროს გაუჩნდა. სვანაძის თქმით მოხდა ცეცხლის დროული ლიკვიდირება და მოსახლეობა არ დაზარალებულა. მისივე თქმით ხანძრის ადგილზე პირველი მივიდა "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ნათლუღის მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ ჟორდანია. ზაზა სვანაძე ამბობს, რომ ახლა შემთხვევის ადგილზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ელოდებიან.
ჟურნალისტის ინფორმაციით ამ დროისთვის ცეცხლის ძირითადი კერა ლიკვიდირებულია.