ასმათ ტყაბლაძე:-"მე არა ვარ ის ქალი ერთი ცრემლი ჩამოვაგდო, ხელი ჩავიქნიო, წავიდე სახლში და დავჯდე, არა, ბატონო, მე პროტესტს გამოვაცხადებ!"

ასმათ ტყაბლაძე:-"მე არა ვარ ის ქალი ერთი ცრემლი ჩამოვაგდო, ხელი ჩავიქნიო, წავიდე სახლში და დავჯდე, არა, ბატონო, მე პროტესტს გამოვაცხადებ!"

   "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე აცხადებს, რომ მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, აუცილებლად გაიმარჯვებს.

   მერობის კანდიდატი შექმნილ არათანაბარ პირობებზე საუბრობს. მისი ტქმით პრემიერის განცხადებამაც ნათელი მოჰფინა საარჩევნო კამპანიას და ამბობს, რომ დღეს უკვე, სამ გამოკვეთილ პარტიას მიემატა "პატრიოტთა ალიანსი", რომელსაც აქვს რეკლამის და ამომრჩევლისთვის მიმართვის საშუალება. 

   -"დღეს საითაც არ უნდა გაიხედო, ყველა მხრიდან ნარმანია გიყურებს უშველებელი ბილბორდებიდან, თუ სადმე ადგილი დარჩა-იქიდან მელია, თუ კიდე რამე დარცა-იქიდან ლორთქიფანიძე, ახლა ირმა ინაშვილის ბილბორდებიც გამოჩნდა. მე ძალიან არ მომწონს, რასაც "ოცნება" აკეთებს, ისინი მხოლოდ სათავისო განცხადებებს აკეთებენ და ასეც ფიქრობენ, მხოლოდ სათავისოდ. არ შეიძლება ერთი კანდიდატის გამო ყველა დანარჩენი დაისაჯოს და სადღაც ამა თუ იმ პარტიამ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს ისევ და ისევ პირადი ინტერესების გამო ხდება.  მე ზალიან ბევრი მომხრე მყავს და ბევრი ხმებიც მექნება, მაგრამ თუ ეს გააყალბეს, მე არა ვარ ის ქალი ერთი ცრემლი ჩამოვაგდო, ხელი ჩავიქნიო, წავიდე სახლში და დავჯდე, არა, ბატონო, მე პროტესტს გამოვაცხადებ და თუ ბატონი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ დაუშვებს სხვა პარტიის გამარჯვებას, არც ჩვენ დავუშვებთ გაყალბებას, ის დაბადებულიც არ იყო, მე რომ თბილისი მიყვარდა. ღარიბაშვილის ეს განცხადება არის დიქტატურის უმაღლესი გამოვლინება და ახლა როგორც არ უნდა გაამართლონ მისმა პარტიის წევრებმა, შეცდა და წამოცდაო, არანაირი უფლება არ აქვს, ასეთი დიქტატორობა არავის არ წაადგება!"

   მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის დღესვე გაათავისუფლებდა ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან და დიპლომატიური კორპუსისგან რეაგირებას ითხოვს.

   ასმათ ტყაბლაძის განცხადებით, ის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი არ არის და მერად მოსვლის შემთხვევაში დაიცავს ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს და იქნება მხოლოდ თბილისელების ინტერესების გამტარებელი. 

   -"ყოველთვის ვიქნები ოპოზიციაში, რადგან არც ერთი მთავრობა არ მინახია ხალხისთვის ყოფილიყო, გაგონილა? ნარმანიამ მილიონები ვერ აითვისა იმ დროს, როცა უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, გამოდის ამ კაცს არ შეუძლია მუშაობა და რატომ უნდა მოვიდეს მერად?"

   ტყაბლაძე ბილბორდების თემასაც შეეხო და განაცხადა:

   -"მე შემრცხვებოდა მშიერ საქართველოში ჩემი ამდენი ბილბორდი ყოფილიყო".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: