ნინო ბორჩხაძე:-"ესენი ისეთ ზომამდე მიგვიყვანენ, სისხლის მდინარეები წამოვა თბილისის ქუჩებში!"
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო ბორჩხაძე ამბობს, რომ მთელ ქალაქში ოპოზიციური განწყობაა. ის ასევე ყურადღებას "არასაპარლამენტო ოპოზიციის" პლაკატების ჩამოხევაზე ამახვილებს და ამბობს, რომ "პლაკატისმხეველები ცალკე შტატია ქართულ ოცნებაში".
-"ქალაქში ოპოზიციური განწყობა სუფევს, საკმაოდ კარგად ჩანს რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლების მიმართ საზოგადოებას. მოლოდინი, შედეგთან შედარებით, ბევრად უფრო მაღალი იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაყალბებაა მოსალოდნელი. წინასაარჩევნო გარემო, ისეთივე დისკრიმინაციულია, როგორც სააკაშვილის პერიოდში იყო - არ გვაქვს პირდაპირი საეთერო დრო, არ არსებობს დებატები, არც ერთ ტელევიზიაში არ ვყოფილვართ მიწვეულები თბილისის ყველაზე დიდი ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატები მაინც. იმედი მაქვს, ამ არჩევნებზე ყველა გონებაგახსნილი და პატიოსანი ადამიანი, 15 ივნისს სწორ არჩევანს გააკეთებს."
მაჟორიტარობის კანდიდატი ხაზს უსვამს, რომ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა არსად ჩანს.
-"გახმაურებული საქმეები რომ გამოუძიებელია, ეს ერთი საკითხია, მაგრამ პროკურატურას რა უშლის ხელს, რომ ის მკვლელობები გამოიძონ, რაც ამ წლის დასაწყისში მოხდა? ადმიანებო, გონს მოდით! სანამ გვაძლევენ არჩევანის საშუალებას, გადავირჩიოთ იმპოტენტი და პრაქტიკულად წინამორბედის გზაზე დამდგარი ხელისუფლება ქალაქის დონეზე მაინც, თორემ, ესენი ისეთ ზომამდე მიგვიყვანენ, ან მკვლელობებისთვის და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის აღმოვჩდებით ციხეებში და ან სისხლის მდინარეები წამოვა თბილისის ქუჩებში!