ირაკლი ზაქარეიშვილი:-"დიდია ჩემი ლიკვიდაციის საფრთხე"

ირაკლი ზაქარეიშვილი:-"დიდია ჩემი ლიკვიდაციის საფრთხე"

   "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცენტრელურ ოფისში" ზაზა ხატიაშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით ოფისში მყოფმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა:

   -"ვინაიდან მე ვიცავ დავით ახალაიას ინტერესებს, ჩემს მიმართ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ დევნას, არის მუქარები სიცოცხლის ლიკვიდაციის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ვაწყდები პროვოკაციებს და აუტანელია ის მდგომარეობა, რასაც მე განვიცდი. მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ ვერანაირი რეაგირება ჩემს საქმიანობაზე და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. მოვითხოვ შეწყდეს ის უმსგავსო ქმედებები, რაც ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ ხორციელდება, პირდაპირ ვაცხადებ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ დიდია ჩემი ლიკვიდაციის საფრთხე, მინდა წინასწარ ვთქვა ამის შესახებ და საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: