რა შუაშია პოლიციელი მანქანის აფეთქებასთან?!
გიორგი თვალაბეიშვილის გარდაცვალებაში ოჯახი პოლიციას ადანაშაულებს. თვალაბეიშვილი საკუთარ სახლში, საკუთარ ავტომანქანაში აფეთქდა.
გარდაცვლილის დის მარიამ თვალაბეიშვილის განცხადებით, ერთერთი პოლიციელი, რომელიც ჯერ ვანის პოლიციაში მუშაობდა, ხოლო ამჟამად ქუთაისში ძალოვან უწყებაში მუშაობს, მის რძალს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა და წერდა, რომ სურდა მისი ცოლი გამხდარიყო.
გარდაცვლილის და იმასაც ამბობს, რომ პოლიციელმა მისი ძმის დაჭერა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ.
შსს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
დავით ცხვარაძე