კრიმინალუმა პოლიციამ ნარკოტიკების მომხმარებელ - შემნახველი დააკავა

კრიმინალუმა პოლიციამ ნარკოტიკების მომხმარებელ - შემნახველი  დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ვილიამ თ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,5758 გრ ჰეროინს და 1,2712 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მეტამფეტამინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მიმდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: