ვალერი გელბახიანი:-"მოვითხოვთ საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა სახელფასო ზიანის ანაზღაურებას"

ვალერი გელბახიანი:-"მოვითხოვთ საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა  სახელფასო ზიანის ანაზღაურებას"

   ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დავალიანების სარჩელთან დაკავშირებით "ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვალერი გელბახიანმა, "ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის" ყოფილმა წევრმა, გოჩა ჯოჯუამ, "ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო კამპანიის ფონდის" თავმჯდომარემ,  კახა ლომიამ და  ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელეს.

როგორც ცნობილია,  საქმე ეხება, პატარკაციშვილის ოჯახის მხრიდან,  "ბადრი  პატარკაციშვილის საარჩევნო ფონდის"  თანამშრომლების მიმართ არსებულ დავალიანებას.

   -"ასეთი თანამშრომლების  რიცხვი 41 ათასია.  ჩვენ, პატარკაციშვილის ოჯახს პირადად მივწერეთ, რომ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, ძალიან დახურულ ვითარებაში მომხდარიყო ამ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ მათგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ჩვენს თხოვნას.  ამიტომაც, გავამზადეთ  სარჩელი, რომელსაც შევიტანთ სასამართლოში. მოვითხოვთ საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა  სახელფასო ზიანის ანაზღაურებას. ამ ზარალის ოდენობა 10 მილიონ რვაას ოთხმოციათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.

    სასარჩელო განცხადებაში, სამი მოთხოვნაა წამოყენებული - პირველი მოთხოვნა მთელი ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს,  მეორე მოთხოვნის თანახმად  - უსაფუძვლო გამდიდრების მიზნით მითვისებული 8 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა  დაუბრუნდეს საარჩევნო ფონდს. მესამე მოთხოვნის თანახმად კი, ის პირგასამტეხლო, რომლითაც უკანონოდ სარგებლობდა სამი წლის  განმავლობაში პატარკაციშვილის ოჯახი, დაუბრუნდეს მოსარჩელეს და გადანაწილდეს იმ პირებზე, ვინც ზარალი მიიღო"- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: