რა კითხვები აქვს დიმიტრი ლორთქიფანიძეს პრემიერთან?
"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პოლიტპატიმრების მიმართ გამოტანილ განაჩენებსა და უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების უკან დაბრუნების თაობაზე კითხვები აქვს.
-"ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ ღიად იკითხა, რომ დამისახელეთ ერთ მაგალითი მაინც, რაც ჩვენ დავპირდით საზოგადოებას და არ შევასრულეთო. მე მას ვეუბნები, რომ პოლიტპატიმრების მიმართ დადგენილი განაჩენების გადაუხედავობის გამო მათ მიმართ დადგენილი განაჩენებიდან და დამატებით სასაჯელებიდან გამომდინარე, ქონებები ბიუჯეტის სასარგებლოდაა მიქცეული და მათ გადახედვას არავინ ცდილობს. ეს მხოლოდ პოლიტპატიმრებს არ ეხება"-განაცხადა ლორთქიფანიძემ "რეაქციაში".