დავით ზალკალიანი:-"საქართველოში თურქეთის ელჩს ახსნა-განმარტებები მოეთხოვება"
თურქი ჟურნალისტებისა და ოპერატორების შემდეგ აფხაზეთში ახლა უკვე თურქი ლეპუტატები ჩავიდნენ. ოფიციალური თბილისი აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება.
-"ჩვენ ძალიან ვწუხვართ და გაკვირვებული ვართ ამ ვიზიტით. უკვე გვაქვს კომუნიკაცია თურქეთის ხელისუფლებასთან. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და განუხრელად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მლიანობას, ეს ფაქტი ჩვენ გაოცებას იწვევს, ინსტრუქცია მიცემული აქვს ჩვენ საელჩოს ანკარაში, რომ დაუყოვნებლივ გადადგას შესაბამისი დიპლომატიური ნაბიჯები და მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტება თურქული მხარისგან. გარდა ამისა, საქართველოში თურქეთის ელჩის გამოძახებული იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას მოეთხოვება ახსნა-განმარტებები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.