შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რაჰმან მ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს გონიოს დასახლებაში ერთ-ერთი სასტუმრო და ასევე ბათუმში ერთ-ერთი დისკო-კლუბი დროებით მფლობელობაში ჰქონდა. რაჰმან მ. მის მფლობელობაში არსებულ ფართებს რამდენიმე თვის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის გადასცემდა.
სასტუმროში და დისკო-კლუბში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).