დებატები ისევ 3 კანდიდატს შორის გაიმართება
9 ივნისს 22 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატებს გამართავს.
როგორც მაუწყებელი აცხადებს, მერობის კანდიდატები კვალიფიციური სუბიექტობის გამო შეარჩია. დებატებში მონაწილეობას კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია და "ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიღებენ.
გადაცემსს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე გაუძღვება, რომელიც მაყურებლის მიერ უკვე მიწოდებულ კითხვებს პირდაპირ ეთერში დაუსვამს მერობის კანდიდატებს.