ქართული ოცნება" ემიჯნება და გმობს ძალადობას"

ქართული ოცნება" ემიჯნება და გმობს  ძალადობას"

   საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება" ემიჯნება და გმობს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის ბოლო დღეებში რეგიონებში მომხდარ ინციდენტებს და ყველა პარტიას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ბლოკი ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

   "კოალიცია "ქართული ოცნება", როგორც ქვეყნის მმართველი ძალა,  დაინტერესებულია,  2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, მშვიდ,  დემოკრატიულ გარემოში ჩატარებით. 

    კოალიციამ გამოიჩინა კეთილი ნება და გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც ცსკ-მ მიიღო გადაწყვეტილება პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო პროცესში მთელი სიის დანარჩენი შემადგენლობის დატოვების შესახებ.

    ამის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერები შეიჭრნენ მარნეულის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში და მასზე ზეწოლა მოახდინეს.

    სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ წინასაარჩევნო გარემოს გამწვავებას, რასაც, დარწმუნებულები ვართ, შესაბამისი უწყებები არ დაუშვებენ და ყოველ კონკრეტულ ფაქტს შეისწავლიან და მოახდენენ სათანადო რეაგირებას. 

    "ქართული ოცნება" მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ მხარდამჭერებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთებას"-ვკითხულობთ განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: