ნატო ე.წ.სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს

ნატო ე.წ.სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს

ნატო არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. 

ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს ტერიტორიულ მთალიანობას მხარდაჭერას  კიდევ ერთხელ უცხადებს. 

"ეს არჩევნები ხელს არ უწყობს საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.", - აღნიშნავს ნატო-ს გენერალური მდივანი. 

როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი  აღნიშნავს, 4 ივნისს გამართულ სხდომაზე ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა,  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, კიდევ ერთხელ დაადასტურეს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: