როგორ გავითეთროთ კბილები უმარტივესი მეთოდით
დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე კბილების მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა მას სახლის პირობებშიც შეიძლება უშველოთ...
კერძოდ, თუ თქვენს კბილებს სითეთრე აკლია, შეგიძლიათ ნახშირით გაიწმინდოთ. ის არც ემალს დაგიზიანებთ და არც ღრძილებს.
რამდენიმე წვეთ წყალს დააყარეთ 2 აბი დაფქული ნახშირი და მიღებული სქელი მასით ზედიზედ ორჯერ, ორი წუთის განმავლობაში, გაიხეხეთ კბილები. შეიძლება ნებისმიერ კბილის პასტასთან ერთადაც გამოიყენოთ და ბოლოს წყალი ბლომად გამოივლოთ.
რამდენიმე პროცედურის შემდეგ, თქვენ სუფთა და თეთრი კბილები გექნებათ.
P.S. თუ კბილების მგრძნობელობა გაწუხებთ, ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში მხოლოდ ერთხელ!