ცესკო:-"ამომრჩეველთა რაოდენობა 43, 024-ით არის შემცირებულია"

ცესკო:-"ამომრჩეველთა რაოდენობა 43, 024-ით არის შემცირებულია"

   ცესკომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ამორმჩეველთა მონაცემების დამუშავება დაასრულა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3,429,748 შეადგინა, რაც 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის საბოლოო მონაცემია.  სააგენტომ კომისიას 3, 501, 198 მოქალაქის მონაცემები 1 ივნისს გადმოსცა.

   შეგახსენებთ, რომ ცესკომ პირველად სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ამორმჩეველთა საერთო რაოდენობა მიმდინარე წლის 1 მაისს გამოაქვეყნა (3, 472, 772). საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 43, 024-ით არის შემცირებული.

   9 ივნისს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ბარათების დარიგების მეორე ეტაპს იწყებს. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა "პირველად, ამომრჩევლებს ბარათები მონაცემების გადამოწმების მიზნით ერთი თვის წინ დაურიგდათ. ბარათებში, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დღეიდან დაარიგებენ, მითითებულია, თუ რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ამომრჩევლებმა ხმის მისაცემად. თუ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მისვლა, უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის უბანს 12 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით," - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამომრჩევლებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ცენტრს ნომერზე - 2 51 00 51.

   დღეიდან, ცესკოში  ამოქმედდა მედიაცეტნრი, სადაც ჟურნალისტებს მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელება არჩევნების შედეგების შეჯამების ჩათვლით შეეძლებათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: